კომაროვის სკოლის ჟურნალისტთა კლუბის ონლაინ გაზეთის „K-news” მეორე ნომერი გამოვიდა!

გაზეთის პირველი ნომერი 2018 წლის, 19 დეკემბერს გამოვიდა. ახალი ნომრები ელექტრონულად განთავსდება საიტზე k-news.github.io ყოველი თვის, 19 რიცხვში.  


გაზეთის რუბრიკებში შუქდება სკოლის ყოველდღიური ცხოვრება, მოსწავლეთა შემოქმედება: მოთხრობები, ლექსები, ჩანახატები. გაზეთში, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინტერვიუები სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან და საინტერესო ამბები სკოლის შესახებ. 


ნებისმიერ კომაროვის მოსწავლეს, რომელსაც აქვს სურვილი გაზეთში გამოქვეყნდეს მათ მიერ დაწერილი სტატიები, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მეილზე: knewskomarovi@gmail.com 






ზემოთ